financial

ფინანსური სექტორი

ფინანსური ინდუსტრია არის ძალიან რეგულირებული სფერო და მათთვის, ვისაც სურს მუშაობა ამ სექტორში, ყოველდღიური ბიზნეს გადაწყვეტილებები  უფრო რთული  ხდება. ჩვენ გვყავს ექსპერტების გუნდი, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან ფინანსური მომსახურებებზე და აქვთ ამ სფეროს ღრმა ცოდნა და მათ ესმით ის პრობლემები, რომლებიც ფინანსურ მომსახურებასთანაა დაკავშირებული. ჩვენი კონსულტაციები მოეცავს ბიზნეს საქმიანობის სრულ სპექტრს —  დაწყებული სტანდარტული აუდიტით, გადასახადებით და რისკის მართვით. 
ჩვენი ექსპერტები თქვენს პრობლემებზე პრაქტიკულ და კომერციულ გადაწყვეტილებებს იძლევა. გარდა ზემოთქმული მომსახურებებისა, როგორიცაა აუდიტი და გადასახადები, ჩვენ ასევე გთავაზობთ საკონსულტაციო მომსახურებას, რომელიც აუცილებელია ფინანსურ სექტორში ჩართული კომპანიებისათვის. კონსულტაცია მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორცაა რისკის მართვის, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის პროცედურები. 
ჩვენ ყოველთვის მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენი დამკვეთების დირექტორთა და აქციონერთა დონეზე, ვეხმარებით მათ განსაზღვრონ ბიზნესში არსებული პრობლემები, რათა მივაწოდოთ შესაბამისი მომსახურება.