ასდას

უძრავი ქონება და მშენებლობა

უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციების ბუმი საქართველოში, რომელიც დაახლოებით 2005 წლიდან დაიწყო, საშუალება მისცა სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებს ქვეყნის მაშტაბით განეხორციელებინა გრანდიოზული პროექტები. დროთა განმავლობაში უძრავი ქონების სექტორში განვითარების ახალმა ეტაპმა მისცა გზა სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორიცაა ახალი ხიდებისა და გზების მშენებლობა.
ჩვენ ვმუშაობთ დამკვეთების ფართო წრესთან უძრავი ქონების სფეროში,  მათ შორის ინვესტორებთან, დეველოპერებთან, სამშენებლო კომპანიებთან, ქონების აგენტებთან და არქიტექტორებთან, რათა უკეთ გავიგოთ ის პრობლემები, რომლებიც ექმნებათ მუშაობის პროცესში და დავეხმაროთ მათ ამ პრობლემების მოგვარებაში შემდეგი მომსახურებების გაწევის საშუალებით:
  • გარე და შიდა აუდიტი
  • ვალის რესტრუქტურიზაცია და ამ საკითხთან დაკავშირებული კონსულტაციები;
  • გადასახადები;
  • კორპორატიული ფინანსები, მათ შორის საწარმოების შერწყმა, შეძენა და ლიკვიდაცია;
  • ფულადი სახსრების მართვა;
  • საგადასახადო რისკების ანალიზი და შემცირება.